TBC Банк

TBC, технологическая компания, которая существует для своих клиентов, знает их и заботится о них. Лучшая команда, которая не боится ошибок и мыслит инновационно.

TBC является важной частью повседневной жизни людей и служит им в цифровом формате.

Культура TBC основана на команде, которая: побеждает, счастлива, любопытна, ориентирована на результат, открыта новым возможностям, добросовестна и всегда добивается результатов.

„ჯი-არ-სი“

შპს „ჯი-არ-სი“ –  2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნესსექტორში. დაარსებიდან დღემდე კომპანიის უპირველესი პრიორიტეტებია ბაზარზე მაღალი სტანდარტების დაწესება, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბება და ერთგული მომხმარებლების ჯგუფის შექმნა, რაც, მთლიანობაში, მის წარმატებას განაპირობებს.

გუნდი, რომელიც კომპანიის წინსვლის საფუძველია, კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან შედგება. „ჯი-არ-სი“ ყოველთვის მზად არის, თავის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე კადრები, რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში.

„ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“

„ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“ დაარსდა 1850 წელს და არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საბეჭდი დანადგარების წარმოებას და უკავია მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 40%. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ჰაიდელბერგში, გერმანია. კომპანია სთავაზობს თავის მომსახურებას დაახლოებით 200 000 კლიენტს მსოფლიოს 170 ქვეყანაში 250 კომერციული ოფისის საშუალებით. ესენი არიან სხვადასხვა დონის სტამბები: დაწყებული პატარა ოჯახური ბიზნესიდან და დამთავრებული სახელმწიფო მასშტაბის მედიაჰოლდინგებით.

ხანგრძლივი ტექნოლოგიური პროცესის სრული კონტროლი, უფრო მაღალი ავტომატიზაციის და წარმადობის მანქანების კონცეფცია, ხარისხიანი დანადგარების მაღალავომატიზირებული თანმიმდევრული წარმოება და აგრეთვე ამ დანადგარების რეალიზაცია რეგიონალური ოფისების საშუალებით. ეს არის ჯაჭვი კომპეტენციებისა, რითიც გამოირჩევა ფირმა „ჰაიდელბერგ დრუკმაშინენ აგ“.

Fuji Lift, FUJI co

შპს Fuji Lift, FUJI co-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, 10 წელია აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და მოიცავს მთლიან საქართველოს. ჩვენი კომპანიის მიერ ლიფტებისა და ესკალატორების ინსტალაცია განხორციელებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ჩვენი პროდუქცია სერთიფიცირებულია TUV ავთენტიფიკაციის სერთიფიკატით 97/37 / EC და DIN EN115; ასევე მინიჭებული აქვს ISO9001: 2008, ISO14001: 2004, OHSAS18001: 2007 და SA8000: 2001-ის DNV ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები.

ჩვენს მიერ შემოთავაზობული პროდუქცია – ლიფტი, ესკალატორი და მგზავრების კონვეიერი, ასევე მაღალი სიჩქარის ლიფტი, პანორამული ლიფტი, MRL ლიფტი, MMR ლიფტი, სატვირთო ლიფტი, კომერციული ესკალატორები, საზოგადოებრივი მომსახურების ესკალატორი / კონვეიერი და მექანიკური პარკირების სისტემა. დღესდღეობით, კომაპნია Fuji – ს პროდუქცია დაინსტალირებულია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში თუ ქალაქში.

ბედეგი

კომპანია ბედეგი დაარსდა 1999 წელს. კომპანია ბედეგი აწარმოებს 36 დასახელების სამშენებლო პროდუქციას: სამშენებლო ბლოკს, ბორდიურს, მოსაპირკეთებელი ფილას, ქვაფენილს და ა.შ.

21 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, კომპანია ბედეგი წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და  თავი დაიმკვიდრა როგორც ბაზრის უდავო ლიდერმა. ბედეგის ქარხანა განთავსებულია 40 000 მ² ტერიტორიაზე. კომპანია ბედეგის პროდუქცია იწარმოება დასავლური წარმოშობის წამყვანი კომპანიების დანადგარებით.

,,გრანდ ფასადი’’

,,გრანდ ფასადი’’ წარმოადგენს მეტალო პლასტმასისა და კარ- ფანჯრების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც  2005 წელს დაარსდა. კომპანიამ მოიპოვა სტაბილური და საიმედო რეპუტაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. წლების განმავლობაში გაიზარდა წარმოება და კომპანია მრავალფეროვან, ახალ და ინოვაციურ  ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს.

ლეგი

შპს “ლეგი” წამყვანი ბეტონის ნაკეთობების კომპანიაა საქართველოში, რომლის პირველი საწარმო  2011 წელს ქობულეთში გაიხსნა . კომპანია ვიბროდაწნეხილ ფილებს, საბორტე ქვებსა და სამშენებლო ბლოკებს აწარმოებს.

ლეგის  საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.

ჩვენი ექსპერტთა გუნდი მუდმივად ზრუნავს ,რომ შეარჩიოს საუკეთესო ხარისხის ნედლეული,  კონტროლდება პროდუქციის დამზადების პროცესი , რათა მომხამრებელს შევთავაზოთ ევროპული სტანდარტების მქონე ბეტონის ნაკეთობები.

იქმნება პროდუქტი, რომელიც არის: ეკოლოგიურად უსაფრთხო , ასევე ყინვამედეგობის, წყალშთანთქვის, მდგრადობისა და ცვეთადობის მოთხოვნების შესაბამისი.აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ , რომ  ჩვენ კონკურენტები არ გვყავს.

„სანდო“

კომპანია „სანდო“ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა . კომპანიის სახელი „სანდო“ შეიქმნა კომპანიის მისიის და მიზნიდან გამომდინარე .

თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა შემოიფარგლებოდა სამშენებლო მასალების იმპორტითა და რეალიზაციით.  დღესდღეობით  კი კომპანია „სანდო“ არის ქართულ ბაზარზე არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი , როგორებიცაა : “Fortis Group” ,” Power Mix”, “Level 5” , “Dewalt” , “Kaleta” ,”Gobustone” .

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, კომპანია „სანდო“ საქართველოში თაბაშირ-ბათქაშის ლესვით სექტორში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა . კომპანია კონცენტრირებულია წარმოების 10 საწარმოო ჯგუფში, მათ შორის : თაბაშირზე , ცემენტზე დაფუძნებული პროდუქტები, ფილები და კერამიკული წებოები, შუალედური შემავსებლები, ჰიდროსაიზოლაციო პროდუქტები, მზა მიქსები, საღებავები, ნედლეული, იატაკის პროდუქტები, ფასადის პროდუქტები, პრაიმერები, და სარემონტო მასალები .

ჯითისი

ჯითისი გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდის საშუალებით, სამშენებლო ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი სერვისებით: ყალიბის საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურება, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაცია, პროექტზე დასაქმებული პერსონალის გადამზადება, საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურება.

ჩვენი სერთიფიცირებული ინჟინრები და  ყალიბის სპეციალისტები უზრუნველყოფენ მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორცილებას და მონიტორინგს.

MBG Rent

MBG Rent მშენებლობაში თქვენს გვერდით — 2017 წლიდან. 1000-მდე წარმატებული პროექტი და კმაყოფილი მომხმარებელი! წამყვანი ევროპული ბრენდების ინვენტარი. ჩვენ გთავაზობთ პროდუქტს, უმაღლესი ხარისხის ინვენტარს თქვენი მშენებლობისთვის და ვზრუნავთ არა მხოლოდ ხელსაწყოებისა თუ ინვენტარის ხარისხზე, არამედ კლენტის კმაყოფილების დონეზეც ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის შემდგომ. MBG Rent-ს ენდობიან და ეს ნდობა სწორედ პროფესიონალურ მიდგომასა და მომხმარებელთან მეგობრულ ურთიერთობას ემყარება.

პენეტრონი

პენეტრონის ისტორია საქართველოში ფაქტიურად 2007 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც შემოტანილ იქნა პენეტრონის ჯგუფის მასალების პირველი პარტია. უფრო ადრე კი, ივლისში შეიქმნა შპს „ჰიდროსაიზოლაციო ტექნოლოგიები“, რომელიც გახდა კომპანიათა ჯგუფ „პენეტრონ -როსიას“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. „პენეტრონ-როსია“ თავის მხრივ ამერიკული კომპანია “ICS/Penetron International ltd”-გან ფლობს პენეტრონის ჯგუფის მასალების წარმოების და გავრცელების ექსკლუზიურ უფლებას მთელს ევრაზიულ სივრცეში.

საქართველოში უმალვე დაფიქსირდა მზარდი მოთხოვნა პენეტრონის ჯგუფის მასალებზე, რაც უპირველესად განაპირობა თვით მასალების უნიკალურმა თვისებებმა და შესაძლებლობებმა, აგრეთვე წარმომადგენლობის მიერ წარმართულმა სწორმა მარკეტინგულმა პოლიტიკამ.

წარმომადგენლობის განვლილი საქმიანობის შედეგები ცხადყოფენ, რომ პენეტრონის შეღწევადი ჰიდროსაიზოლაციო სისტემა გახდა დომინანტი მასალა საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, ის უკვე გამოყენებულია ასობით მნიშვნელოვან პროექტში, რამოდენიმე მათ შორის უნიკალური ხასიათისაა პროექტის მასშტაბებისა და ჰიდროიზოლაციის სირთულის თვალსაზრისით.

წარმომადგენლობის ამბიციური მიზანია პენეტრონმა შეაღწიოს ყველა ოჯახში და იქცეს ჭეშმარიტად სახალხო პროდუქტად, სამუდამოდ დაამარცხოს ნესტი საქართველოში.

წარმომადგენლობა მუდმივად ხვეწს საკუთარ საქმიანობას და აფართოებს მომსახურების სფეროს, იგი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს პოლიტიკას.

ჯორჯიან ქონქრით ქლაბი

ჯორჯიან ქონქრით ქლაბი არის სპეციალური სამშენებლო მასალების ლიდერი დისტრიბუტორი. ჩვენი ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს სამ სტრატეგიულად განლაგებულ საწყობს, უზრუნველყოფს სწრაფ მიწოდებასა და ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით, გვაძლევს საშუალებას, ეფექტურად მოვემსახუროთ რეგიონის უდიდეს სამშენებლო კომპანიებს. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი ურთიერთობა 50-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორთან, რათა მოგაწოდოთ ასობით უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ეს გვაქცევს არამხოლოდ სანდო მომწოდებლად, არამედ იმ ძირითადი პრობლემის გადამჭრელად, რაც ეხება სამშენებლო მასალების საჭიროებას.