2024 წლის ზაფხული, საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში, ოქროს ასოებით დაიწერა. ეროვნულმა ნაკრებმა, ქართველ გულშემატკივარს, წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა. წელს, პირველად მოგვეცა საშუალება, ერთად, უწყვეტი და უზღვავი ენერგიით გვეგულშემატკივრა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებისათვის.
ასეთი ერთიანი, ბედნიერი და გულმხურვალე ქართველი ხალხი, დიდი ხანია არავის ახსოვს.
ამ საერთო ზეიმში უდიდესი წვლილი შეიტანა „იმპელ დეველოპმენტმა“. კომპანიამ ვარკეთილის მობინადრეებს საჩუქარი გაუკეთა და ყველა მატჩის ჩვენება, დიდ ეკრანზე, რეკრეაციულ სივრცეებში უზრუნველყო. თითოეულმა ჩვენებამ ზეიმით, სიხარულით, ცრემლით და ზღვარგადასული ემოციით ჩაიარა.
„იმპელ დეველოპმენტი“ ქართული სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ქომაგია. სწორედ ამიტომ, კომპანია მუდმივად ზრუნავს, როგორც საკუთარ, ასევე მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახებზე, რათა მათი ცხოვრება უფრო ჯანსაღი, კომფორტული და ბედნიერი გახადოს.