„იმპელ დეველოპმენტის“ მიმდინარე პროექტი, რომელსაც „იმპელ ვერდე“ ჰქვია, ვარკეთილში, გიორგი აბაშვილის 7 ნომერში, 32 ათას კვ მ-ზე შენდება. აქედან 10 ათას კვ.მ-ზე გაშენებული იქნება ბულვარი, სადაც მობინადრეებს დახვდებათ სპორტული მოედნები, ფიტნეს დარბაზები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, ველო ბილიკები, სკვერები, კაფე-ბარები, სუპერმარკეტები და სპეციალურად შექმნილი უნიკალური დენდროლოგიური ბაღი.
პროექტში „იმპელ ვერდე“ ამ ეტაპზე სულ 4 ბლოკის გაყიდვები მიმდინარეობს, ესენია: მე-3, მე-5, მე-6 და მე-7.
მე-3 ბლოკში სულ 119 ბინაა -, აქედან გაყიდულია 50%, - 3 594.9 კვ.მ და სრულდება 2027 წლის დეკემბერში.
მე-5 ბლოკში სულ 159 ბინაა- აქედან გაყიდულია 70% - 5 777,7 კვ.მ, აღნიშნული ბლოკის მშენებლობა სრულდება 2024 წლის ნოემბერში.
მე-6 ბლოკში სულ 147 ბინაა - აქედან გაყიდულია 57% - 4 654 კვ.მ, აღნიშნული ბლოკის მშენებლობა სრულდება 2024 წლის დეკემბერში.
ხოლო მე-7 -ში სულ 141 ბინა -აქედან გაყიდულია 68% - 5580,6 კვ.მ, აღნიშნული ბლოკის მშენებლობა კი 2025 წლის დეკემბერში დასრულდება .
მეორე და მეოთხე ბლოკების პროექტირება უკვე დასრულებულია და მათი მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
პროექტი სრულად 2027 წელს დასრულდება, სადაც 6 საცხოვრებელი და ერთი კომერციული შენობა იქნება. აღსანიშნავია, რომ პირველი ბლოკი სრულად იქნება კომერციული.
თითო ბლოკი 12 სართულიანია, რომელსაც 2 სადარბაზო აქვს, რაც მობინადრეების გადაადგილებისთვის კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის.
„იმპელ ვერდე“ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრიდან „ისთ ფოინთიდან“ 4 წუთის, ხოლო მეტრო ვარკეთილიდან 8 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.
„იმპელ ვერდეს“ პროექტი ესთეტიურობით, დახვეწილი არქიტექტურითა და განსხვავებული სტილით გამოირჩევა. როგორც უკვე აღინიშნა, პროექტს კიდევ უფრო კომფორტულსა და გასაოცარს მარადმწვანე ბულვარი ხდის, რომელიც 800 უნიკალური ნარგავისგან შედგება.
ცნობისთვის, „იმპელ ვერდეს“ კომპლექსში ბინები გათვალისწინებულია, როგორც საცხოვრებლად ასევე საინვესტიციოდ.
ბინები ბარდება მწვანე + კარკასული კონდიციით - იხილეთ სრულად